რომან გოცირიძე – დმანისის ინციდენტზე: ახლა დააკავებენ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება

“ახლა, წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება, დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე დმანისში გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები შედეგების მიღწევას ძალადობრივი ხერხებით ცდილობენ.

“ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველ წელს ხდებოდა არჩევნების წინ, ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ ამაზე სასჯელმისჯილი? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება. უნდა მოხსნას კანდიდატურა ამ დამნაშავის მამამ დაუყონებლივ, რომელიც თურმე აცხადებდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო და საზოგადოებას ატყუებდა პირდაპირ ეთერში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი ძალადობრივი ხერხით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას, ვერ მიაღწევენ, ვერ გადალახავენ 43 პროცენტს და გაიმართება რიგგარეშე არჩევნები”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის – მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები