გიგა ბოკერია: ხელში მთავარი იარაღი, ბიულეტენი გვიჭირავს – მოვალე ვართ, შანსი გამოვიყენოთ
“ჩვენი ვალია, საკუთარი აქტიურობით, ჩვენი საუბრით, კომუნიკაციით ყველა მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ მათ თითოეულ ხმაზე არის დღეს დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თბილისში პარტიული სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი იარაღი საარჩევნო ბიულეტინია.
“ჩვენი ვალია, საკუთარი აქტიურობით, ჩვენი საუბრით, კომუნიკაციით ყველა მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ მათ თითოეულ ხმაზე არის დღეს დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
დღეს ლაპარაკია, რომ მთავარი იარაღი, რაც ხელში გვიჭირავს, არის საარჩევნო ბიულეტენი და ეს შანსი, მოვალე ვართ, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ შანსი, რასაც თაობებმა შესწირა თავისი სიცოცხლე”, – აღნიშნა ბოკერიამ.