საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, საბინე მახლმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაერო ცდილობს, წინსვლისთვის საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება.
„გაერო ცდილობს, საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს წინსვლისთვის. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ჩარჩო საქართველოსთან, მდგრადი განვითარების მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა მიმართულება, სადაც შეგვიძლია საქართველოს დახმარება. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ, როგორ მივაღწიოთ 2030-ის დღის წესრიგს. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულება, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საბინე მახლმა.