“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის – “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, “ლიბერთი ბანკის”, საქართველოს ფოსტის, მერიის, საკრებულოსა და სასტუმროს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერმინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები