კახა კუჭავა: სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი
“მივიჩნევ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კითხვას, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გამოკრულ ბანერებს ეხებოდა.
კუჭავამ ასევე უპასუხა კითხვას, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებზეა გადაკრული და რამდენად მისაღებია ეს.
„ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ, თუ ამის სურვილია. ზოგადად, ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად სიძულვილის ენის გამოყენება საჯაროდ ბანერებით მით უმეტეს არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“, – განაცხადა კუჭავამ.