“არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, უკანონო მოსმენა მიუღებელია.
„უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი, უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება, თუ შემდეგ იქნება მიღებული სხვა ზომებიც პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დაისვას და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა, ამ უწყების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.