“სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფებს შესაძლოა, ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეთ” – თამარ გაბუნია

“სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფებს შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეთ”, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის. უფრო ხშირად, საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი, ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა „ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები