თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ტემპი შენელდა, რაც საგანგაშოა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის ტემპის შენელებას საგანგაშოს უწოდებს.

“ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ ვაქცინაციაზე წასულიყო, ასე არ მოხდა და 7000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის კიდევ მეტად სტიმულირება”, – აცხადებს გაბუნია.

ამასთან, მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები