გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქში უკვე განხორციელდა. გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.

“მოსახლეობას ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გარდა ამისა, გავაცანი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. გარდა ამისა, ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერითა და მათი აქტიური ჩართულობით, კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები