ნიუ იორკში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და პოლონეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და პოლონეთის პირველ პირებს შორის ერთობლივი ცალკე შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის საიტზე განთავსდა.

ირაკლი ღარიბაშვილის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუსა და ანჯეი დუდას შეხვედრა 21 სექტემბერს, ნიუ იორკში პოლონეთის გენერალურ საკონსულოში შედგება.

გაერო-ს 76-ე სესიის საერთო დებატები 21-27 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები