“დავასუფთაოთ მსოფლიო” – კამპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

ახალციხის მუნიციპალიტეტი დასუფთავების კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და აიპების თანამშრომლებმა გზისპირები და მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯებესებას ემსახურება და დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოცაა ჩართული.

2021 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია – „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, „ მსოფლიო დასუფთავების დღე“, „დავასუფთაოთ საქართველო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს“ ორგანიზებითა და პროექტის „ დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები