UNICEF მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი მალე აღადგინონ

გაერო-ს ბავშვთა ფონდი – UNICEF-ი მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მსოფლიოს 17 ქვეყანაში სკოლები სრულად, ხოლო 39 სახელმწიფოში ნაწილობრივ დახურულია. ამის შესახებ ნათქვამია იუნისეფ-ის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სკოლები სრულად არის დახურული, 77 მილიონი მოსწავლეა აღრიცხული. ამ ქვეყნებს შორისაა ფილიპინები, ბანგლადეში, ვენესუელა, საუდის არაბეთი, პანამა, ქუვეითი.

„განათლების კრიზისი არსად გამქრალა. იმ პირობებში კი, როდესაც საკლასო ოთახების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია, კატასტროფული მდგომარეობა უარესდება“, – აცხადებს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები