განათლების სამინისტრო გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, – ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს. ”

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და, აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს  მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები