ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძე ჩაქვის ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, შეჯიბრებისთვის სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.

,,ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა და ეს ერთიანად შეკრავს ახალ სპორტულ ეპიცენტრს ჩაქვში და ქობულეთში, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები