უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა
აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია.
უჩხოს ხეობის კილომეტრ-ნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.
კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა.