ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში – როგორ გაძარცვა ქართველმა ქალმა ერაყელი ბიზნესმენი

 

ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “რუდავი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა.

პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველის დაკავება ვერ შეძლო, რადგან მან ერაყის ქურთისტანის ტერიტორია უკვე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო, რათა ქალზე ეჭვი არ მიეტანათ.

“რუდავის” ცნობით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალი გაუჩინარდა, რაც ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იყო.
სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან 20 000 აშშ დოლარი წაიღო.
მასთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ყველაზე მასშტაბური ქურდობაა დაჰუკის ისტორიაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები