საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან მე-20 წლისთავს ეხმაურება.
„20 წლის წინ მსოფლიო 11 სექტემბრის ტრაგედიამ შეძრა. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.