ბათუმი-ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე, წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.