ბოლო 24 საათში შრომითმა ინსპექციამ 1842 აქტივობა განახორციელა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.

ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა.

“ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1842 აქტივობა, მათ შორის, 1571 ინსპექტირება, სადაც გაფრთხილება გაიცა. სხვა შემთხვევაში გადამოწმდა კითხვარი და ობიექტები სრული რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირებდნენ, გარდა ამისა, დაჯარიმდა 1 ობიექტი. 2021 წლის 10 აგვისტოდან საანგარიშო პერიოდში, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამურად, საზედამხედველო უწყებების მხრიდან, განხორციელდა 22 254 აქტივობა, მათ შორის, დაჯარიმდა 49 ობიექტი, აქედან 30 იყო იურიდიული და 19 ფიზიკური პირი, რეგულაციების დარღვების გამო 25 ობიექტი დაილუქა”, – აღნიშნავს ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები