თამარ გაბუნია: საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა დროულად ჩაიტარონ აცრა
“საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა აქტიურობა გამოიჩინონ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აიცრან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მერე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.