თეა წულუკიანი ბანგლადეშის ელჩს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ სამინისტროში უმასპინძლეს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მოსუდ მანანს (რეზიდენციით ქალაქ ანკარაში).

პარლამენტის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ელჩს გააცნო კულტურის სამინისტროს საქმიანობა, განუმარტა, რომ სამინისტრო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი ინიციატივა და პროექტი აქვს განხორციელებული.

თავის მხრივ, ელჩმაც ქართულ მხარეს გააცნო მისი ქვეყნის საქმიანობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის მოცემულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების შესაძლო განხორციელებას, როგორც კულტურული, ასევე სპორტული მიმართულებით.
ამასთან, განიხილეს დამოუკიდებლობის დღისა და დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობაც, ვინაიდან ორივე თარიღს აღნიშნავს საქართველოც და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები