სწავლა სასკოლო გარემოში შესაძლოა, 4 ოქტომბერს განახლდეს – თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზოგიერთ სკოლაში ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს.

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მსგავსი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, იქნება იმის წინაპირობა, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

„ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. ასევე, პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს. პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები