საქართველოს საგარეო უწყებაში ტორბიონ იანგლანდი ოფიციალურ შეხვედრას მართავს

  ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იანგლანდი თბილისში ერთდღიან ვიზიტს მართავს. ვიზიტის მიზანი საქართველო – ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცებაა. საგარეო უწყებაში რამდენიმე წუთში საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი და სასჯელაღსრულებლის უწყების ხელმძღვანელი დაესწრებიან.
საგარეო უწყებამდე შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, საუბარი ქვეყნის საგარეო კურსს შეეხო. ოპოზიციამ შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე ისაუბრა. დღესვე ევროსაბჭოს მდივანი მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები