“კოვიდისგან” განკურნებულმა 111 წლის ლეონილა გვაჯავამ რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა 

111 წლის ლეონილა გვაჯავამ “კოვიდი” დაამარცხა და რესპუბლიკურიც დატოვა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით პაციენტი საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს.

ლეონილა გვაჯავა, წლების წინ, ჩხოროწყუს პირველ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა. ჰყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ათი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები