88 წლის ასაკში ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას France Presse მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვალების სხვა დეტალები უცნობია.

მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა „პროფესიონალმა“ მოუტანა. 1989 წელს ის გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები