გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სემი ასემ გოშეის შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და, ამ კონტექსტში, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება.
ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობას.