მამუკა ხაზარაძე: კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა “ქართულ ოცნებაში” ჩაეტარებინა და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს
“მე კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა “ქართულ ოცნებაში” ჩაეტარებინა და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ინიციატივას, რომელმაც ნარკოტესტი ჩააბარა და კონკურენტებსაც იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
ხაზარაძის თქმით, ის ჯანსაღი ცხოვრების მომხრეა.
“მე კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა “ქართულ ოცნებაში” ჩაეტარებინა და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ მაგალითი მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.