„ავღანეთში საკმაოდ რთული გეოსტრატეგიული სიტუაციაა“ – მაისაია ავღანეთის კრიზისის შესახებ საუბრობს

უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ავღანეთში საკმაოდ რთული გეოსტრატეგიული სიტუაციაა შექმნილი.

ავღანეთის კრიზისის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ავღანეთში საკმაოდ რთული გეოსტრატეგიული სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყანაში ხელისუფლება მთლიანად აიღო. გუშინდელი მონაცემებით, ავღანეთში “თალიბებმა” უკვე პანჯშირის ხეობა აიღეს. ეს საეჭვოდ დაემთხვა ქაბულში პაკისტანის უწყებათშორისი სადაზვერვო სამსახურის უფროსის, გენერალ -ლეიტენანტ ფაის ხამიდის ჩასვლას. ასევე, საეჭვოდ დაემთხვა საუდის არაბეთის შს მინისტრის ჩასვლას. მოგეხსნებათ, საუდის არაბეთი და პაკისტანი ის სახელმწიფოებია, რომლებმაც თავის დროზე „თალიბების“ ხელისუფლება ჯერ კიდევ პირველი მმართველობის პერიოდში ცნეს. დღესაც, ამ ორი მაღალი თანამდებობის პირის ჩასვლის შემდეგ „თალიბანის“ 3000 -კაიცანი დაჯგუფების მიერ პანჯშირის ხეობა იქნა დაკავებული. თუმცაღა, „თალიბანს“ სერიოზული დანაკარგი მოუხდა: დაახლოებით, 1000 – მდე მოკლული, 500-მდე ტყვედ ჩავარდნილი, რამდენიმე ათასი დაჭრილი ჰყავთ.

როგორც მოგეხსენებათ, „თალიბანმა“თავისი მთავრობის გამოცხადების თარიღი რამდენჯერმე გადადო, რაც უკავშირდება იმას, რომ „თალიბანს“ შიგნით, იქ არსებულ დაჯგუფებებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. „თალიბანის“ მმართველ კლანში, დაახლოებით, 4 სერიოზული დაჯგუფება გამოირჩევა.

ჯერჯერობით, საერთაშორისო საზოგადოება საკმაოდ დიდი სიფრთხილით უყურებს იმას, რაც ხდება „თალიბანის“ მოძრაობის კუთხით“, – განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს მიმართ ტერორიზმის საფრთხე იმის გამო, რომ ქვეყანა ISAF-ის ოპერაციაში მონაწილობდა, მაისაია პასუხობს:

„არ მგონია, რომ ეს საფრთხე უშუალოდ „თალიბანისგან“ მოდიოდეს. მათ გააჩნიათ თავიანთი ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, როცა მოწინააღმდეგე შენ წინაშე დგას და ღირსეულად გებრძვის, შენც ღირსეულად უნდა დადგე. ეს, პრინციპში, გათვალისწინებულია. არ მგონია, რომ კონკრეუტლი საფრთხე მოდიოდეს“, – განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, დაჯგუფება “თალიბანის” წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ მცირე ტექნიკურ დეტალები.
ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე თქვა.
მუჯაჰიდის განმარტებით, ავღანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენი დღეში გამოცხადდება.
გასულ კვირას, ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მისივე თქმით, ქალებს სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციაში მხოლოდ თანაშემწეებად შეეძლებათ მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები