საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთისა და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მარგარეტა სედერფელტთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობრობის ჯგუფსა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ელეონორ ლაინთან გამართავს.
კახა კუჭავა, ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებას დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები