დავით სერგეენკო – სააკაშვილზე: თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს, კანონი აღსრულდება
“მიხეილ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არ მინდა, მასზე რაიმე აგდებულად ვთქვა, მაგრამ მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლაზე განცხადების დაანონსება ასე გაუთავებლად, წარმოუდგენელია. თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საფრთხის შემცველი არ იქნება.
„მმართველი გუნდისთვის მისი ჩამოსვლა არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება, უბრალოდ, კანონი აღსრულდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.