თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია
“ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი დაახლოებით 50 %-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ძალიან ცოტაა.
„გარდაცვალების პიკი იგვიანებს შემთხვევების ცდის პიკთან მიმართებით ორი-სამი კვირით. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50 %-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.