ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის

“არც ჩვენთვის და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო არ არის, რას იტყვის მატყუარა, გაკოტრებული პოლიტიკოსი”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.

ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილი ცრუპენტელა პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა.

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა კომიკურ, ცრუპენტელა ყოფილ პოლიტიკოსად. არ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ. არსად ჩამომსვლელი ის არ არის, ჩამომსვლელი რომ იყოს, არ გაიქცეოდა და საკუთარი ქვეყნის პასპორტს არ მიაგდებდა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები