"იმედთან" გაფორმებული მემორანდუმის ავთენტური ვერსია გასაჯაროვდება

 ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ავთენტური ვერსია საჯარო დღეს გახდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. “ოჯახს აქვს ეს მზაობა და მთავრობის სხდომაზე ჩვენ ეს განვიხილეთ. რა თქმა უნდა, მთავრობის ყველა წევრს, პრემიერ-მინისტრის დასტურით, ასევე აქვს მზაობა, რომ ეს მორიგების ხელშეკრულება გახდეს საჯარო. ეს აქამდე ვერ მოხდებოდა, რადგან არ არსებობდა უფლებამოსილი პირი, რომელიც მთავრობის სახელით ამას გააკეთებდა. დღეს გადაწყდა, რომ ეს უფლებამოსილება მიენიჭება იუსტიციის მინისტრს”, – აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, სწორედ ის დაასრულებს მოლაპარაკებებს, უკვე ოფიციალურად, ოჯახის წევრებთან ერთად და დღეს დილით იუსტიციის სამინისტროში პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გაიმართება ბრიფინგი, სადაც ავთენტური ვერსია ამ ხელშეკრულების ორი ნაწილის და დოკუმენტების გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები