თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილს ისე გაუჭირდა, მისი შავი არქივიდან კონკრეტული მიზნით დამზადებული ჩანაწერები ამოატივტივა

“სააკაშვილს ისე გაუჭირდა, მისი შავი არქივიდან კონკრეტული მიზნით დამზადებული ჩანაწერები ამოატივტივა”,- ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური დისკრედიტაციის განზრახვით

სააკაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” შემოთავაზებული სცენარები უშედეგო აღმოჩნდა და სააკაშვილს ისე გაუჭირდა მისი შავი არქივიდან კონკრეტული მიზნით დამზადებული ჩანაწერები ამოატივტივა?!

მოქმედების დრო – 2011 წელი,

მთავარი მოქმედი პირი აუდიოჩანაწერების ავტორი და საუბრის მხარე – ვანო მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი,

ჩანაწერის ავთენტურობაზე მხოლოდ მისი შინაარსის გაცნობისა და შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ.

თუმცა ვიცი ნაკლებად გჯერათ, რომ სულსწრაფი პოლიტიკურ შიზოფრენიამდე მისული სააკაშვილი 10 წელი მდუმარედ შეინახავდა ნამდვილ ჩანაწერს როცა

ქუჩა, გვამები, ფაბრიკაციები, შავი პიარი, სისხლიანი პერფორმანსები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ადრენალინია.

ფაქტია ეს სიუჟეტი იქნება პოლიტიკურად გაკოტრებული “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი აღიარება, რომ ყველაფერი მოსულა როცა პოლიტიკურად გიჭირს”,- წერს მეგრელიშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები