ამირან სალუქვაძე: იმაზე უარესი რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, როცა ჯერ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო წლების შემდეგ იღებს არქივიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

“იმაზე უარესი რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, როცა ჯერ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო წლების შემდეგ იღებს არქივიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს”,- ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფეისბუკ პოსტებით ვიგებ. პრინციპულად არ ვნახავ და ჩემს ხმას მაგათ მკვდარ რეიტინგს არ შევმატებ, სულაც ქამრებიდან რომ ამოხტნენ.

დარწმუნებული ვარ, როგორც წინა პოსტში დავწერე, ე.წ. პარტიული ენჯეოები არ შეიმჩნევენ.

რაც მეტად ატრიალებთ ბიძინა ივანიშვილს, მეტ სარგებელს მოუტანთ.

შკლიაროვი გამოიძახეთ, მეორედ გარიგებთ, მის გარეშე თქვენ შავი პიარი არ გესმით. თუმცა, ვერც იმან გიშველათ.

ამ ჩანაწერებით თქვენს წარსულს რომ ახსენებთ ხალხს, იქნებ ვინმემ გირჩიოთ?!

2012 წლამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამოყრის ფონზე, კახა კალაძეს ეძახიან მათ ტვ-ში დებატებზე. ერთმანეთს ედებატეთ, სანამ ჭუჭყიან ეთერს არ გაასუფთავებთ“,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები