დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება
ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
დეას სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა „დასაწყისი” შარშან სან-სებასტიანში ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო:
კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს ნიჟარა”;
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
სან-სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.
იხ. ბმული წლევანდელი გამოშვების შესახებ. https://www.sansebastianfestival.com/2021/news/1/19433/in