კვარიათში გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად კვარიათში გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ  შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მისული, თუმცა უამინდობის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე ვერ დაიწყება.

უწყებაში ამბობენ, რომ მეწყრულ ზონასთან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები