საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა მისთვის, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, გაუგებარია.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები ანალიზს ვერ უძლებს.
“განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზსს ვერ უძლებს.
რაც აუნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ, ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.