თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი განახლებული სპორტული კომპლექსი მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზი თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.
სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სპორტული სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნება.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები