კახა კუჭავა: პარლამენტის თანამშრომლების, დაახლოებით, 70% უკვე აცრილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თანამშრომელების 70%-მდე უკვე აცრილია.

კუჭავამ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, დაიცვას რეკომენდაციები, ასევე, მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, რომელიც უმნიშვნელოვანესია. პარლამენტის თანამშრომელთა 70%-მდე უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა, პროცესი მიმდინარეობს. მე არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა ჩვენს გმირ ექიმებს, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე აგვისტო და ივლისი გადაიტანეს. გავამხნევოთ ისინი და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, დაიცვან რეკომენდაციები. ასევე, მაქსიმალურად მოვუწოდოთ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა, რათა პანდემია საბოლოოდ დავძლიოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები