კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.
“კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზი პეტრე ახვლედიანი.
მამა პეტრე მრავალი წლის მანძილზე გახლდათ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი და ამავე სასწავლებლის ერთ-ერთი პედაგოგი.
უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებულ დეკანოზ პეტრეს უკვდავი სული”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.