თამთა მეგრელიშვილი: შვილმკვდარი მამის განცხადებები პრემიერის მიმართ იმდენად ფრაგმენტული და აზრობრივ კონტექსტს მოკლებულია, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი – ის ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს

,,ზაზა სარალიძის, შვილმკვდარი მამის განცხადებები პრემიერმინისტრის მიმართ იმდენად ფრაგმენტული და აზრობრივ კონტექსტს მოკლებულია, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი – ის ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს. ვინ არის ეს ვიღაც?!”, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს ვიდეოს, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრი, ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.

მისი ვარაუდით, სწორედ ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს ზაზა სარალიძის მიერ პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტები.

,,ვიდეო გახარია-ხოჯევანიშვილის მიერ ზაზა სარალიძის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს ასახავს?! ზაზა სარალიძის, შვილმკვდარი მამის განცხადებები პრემიერმინისტრის მიმართ იმდენად ფრაგმენტული და აზრობრივ კონტექსტს მოკლებულია, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი – ის ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს. ვინ არის ეს ვიღაც?! ლოგიკურია, ის, ვინც ფულს იხდის და საქმეშია ისიც, ვისაც ფული ადრესატამდე მიაქვს. ძნელია, ახსნა მოუძებნო ან სახელი დაარქვა მის ბოლო საჯარო პოსტს პრემიერმინისტრის მიმართ. სამარცხვინოა, შვილმკვდარი მამისგან ნამდვილად სამარცხვინოა ამგვარი სიტყვებით საჯარო “ფიქრი” და მაინც, ამ დაკვეთის შესრულება, ნეტავ, რა ღირდა? პ.ს. ასე არჩევნებს არ იგებენ, “ბიძა”, – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები