თამარ გაბუნია: შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს, სიტუაცია არის საკმაოდ რთული
“შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ის შეზღუდვები, რაც არსებობს, გაგრძელდება.
„შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით, ის შეზღუდვები, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით, ზუსტად როდის იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.