ინდოეთში ბოლო ერთ კვირაში დაუდგენელ ვირუსს 40 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში ბოლო ერთ კვირაში უცნობ ვირუსულ ციებცხელებას 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 40 ბავშვი იყო, მხოლოდ ბოლო ერთ დღეში ვირუსმა 12 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამის შესახებ The Times of India წერს.

როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, დაავადებულთა უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, გაუწყლოება და სისხლში თრომბოციტების დონის დაქვეითება. ზოგიერთ პაციენტს ასევე აღენიშნებოდა “დენგეს” ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ლიმფური კვანძების გადიდება.

Times of India-ს ერთ-ერთმა მედიკოსმა, მანიშ ასიჯამ უთხრა, რომ “შტატის რაიონებში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. წყლის არარსებობა, სანიტარიისა და ჰიგიენის პრობლემები არის დაავადების გავრცელების მიზეზები”.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ, ძლიერი წვიმისა და მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მაღალი ტენიანობის გამო, დაზარალებული ადგილები არის ინფექციური დაავადებების გავრცელებისთვის ხელსაყრელი ტერიტორია, რომლებიც გადადის სისხლის შემწოვი მწერების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები