თენგიზ ცერცვაძე: კლინიკებში მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კლინიკებში პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე ხდება.

„ამისთვის ანალიტიკური სამსახური და მონიტორინგის სამსახურია, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, თუ როგორ მიეწოდებათ სამედიცინო დახმარება კლინიკებში, ასევე, ბინაზე მყოფებსაც. კოვიდკლინიკებში ექიმები მუშაობენ, რომლებიც წელიწადზე მეტია, მოწინავე პოზიციებზე დგანან და მაქსიმუმს აკეთებენ. ბინაზე დარჩენილი პაციენტების მართვა კი, მე თუ მკითხავთ, ძალიან რთულია, დიდი დატვირთვა აწევთ ოჯახის ექიმებს. საქართველოში ბოლო დრომდე ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არ იყო ძალიან ძლიერი, ამიტომ, ყველა ძალისხმევა იქნა გატარებული, რომ ბინაზე დარჩენილების მართვა გაუმჯობესებულიყო.

კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენთან კითხვის ნიშნები არ დგას, თუ როგორი ხარისხით მკურნალობენ პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა. გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, რადგან ინფიცირებულების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები