რუსეთში ბომბდამშენი Су-24 ჩამოვარდა

პერმთან ბომბდამშენმა სუ-24-მა კატასტროფა განიცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბომბდამშენი სარემონტო საწარმოში გეგმიური რემონტისთვის მიფრინავდა.

თვითმფრინავი პერმიდან 95 კილომეტრში, ტყიან ადგილას ჩამოვარდა. ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა.

მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. მიწაზე კატასტროფას ნგრევა არ გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები