ჩინეთში, ლიაონინის პროვინციის ქალაქ დალიანში ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობას ცეცხლი უკიდია.
ქალაქის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ადგილზე 68 სახანძრო მანქანა და 366 მეხანძრე იმყოფება.
დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.