Al Jazeera: ქაბულის აეროპორტთან სროლა მოხდა
ქაბულის აეროპორტის აღმოსავლეთ შესასვლელთან სროლა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ვინ გახსნა ცეცხლი, ამჟამად უცნობია.
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც 16 აგვისტოდან ქვეყნის დატოვების მსურველთა ნაკადი არ წყდება, გუშინ ზედიზედ ორი, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა.
თავდასხმის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1300-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.