დანიაში, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემდეგ, კორონავირუსის საფრთხე შეამცირეს

დანიის მთავრობა აღარ განიხილავს COVID-19-ს, როგორც “სოციალურად კრიტიკულ დაავადებას”, რადგან ქვეყანაში 12 წელს ზემოთ პირების 80% უკვე აცრილია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ხოინიკემ განაცხადა.

“ეპიდემია კონტროლზეა. ვაქცინაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 10 სექტემბრიდან ჩვენ შევძლებთ, უარი ვთქვათ ზოგიერთ განსაკუთრებულ წესზე, რომელიც გვქონდა დაწესებული COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს”, – დასძინა მან.

პრაქტიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ დანიაში მოიხსნება ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა დიდ ღონისძიებებზე დასწრების დროს, როგორიც არის კონცერტები ან ღამის კლუბები.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ, ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა და მთავრობა არ დააყოვნებს სწრაფ რეაგირებას, თუ პანდემია კვლავ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან ფუნქციებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები