მონტენეგროში დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღეს, კოლოფებს ეწერა – COVID

მონტენეგროში ქვეყნის ისტორიაში კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა ამოიღეს, კოლოფებს ეწერა – COVID.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული პოლიციის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ჩხრეკა პოდგორიცას მახლობლად ერთ-ერთ საწყობში ჩატარდა და 1205 კოლოფი კოკაინი ბანანების ყუთებიდან ამოიღეს.

დაკავებულია ორი ადამიანი.

ბოლო თვეების განმავლობაში, მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს და ამ ფონზე გააძლიერა ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. დაპატიმრებულია ათობით ადამიანი მკვლელობის, გატაცების, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ასევე, კონკურენტებისა და თანამდებობის პირთა მკვლელობის შეთქმულების ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები